---
title: "მუხლი 20. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის დანიშნულება — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/20"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის დანიშნულება — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/20

საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში თავს იყრის ფულადი სახსრები, რომლებიც ხმარდება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეკონომიკური, სოციალური, საგარეო-ეკონომიკური, ქვეყნის თავდაცვისა და სუვერენული ქვეყნის ვალდებულებათა შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებს, აგრეთვე საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის მიზნობრივი პროგრამების დაფინანსებას. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების უთანაბრო ეკონომიკური და სოციალური განვითარების შედეგად წარმოქმნილი დისპროპორციის დაძლევისა და ერთიანი სოციალური პოლიტიკის გატარების მიზნით საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან სახსრები მიზნობრივად ტრანსფერტების სახით გადაეცემა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/21.md
