---
title: "მუხლი 22. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯები — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/22"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯები — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/22

საქართველოს ცენტრალუოი ბიუჯეტის შემოსავლით ფინანსირდება : ინვესტიციები საერთო სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებზე ; გარემოს დაცვის , გეოლოგიურ - სადაზვერვო და გეოლოგიურ - საძიებო , ტყეების მოვლისა და აღდგენის , სასოფლო - სამეურნეო და ჰიდორომელიორაციული , საერთო-სახელმწიფოებრივი პროგრამები ; მოსახლეობის სოციალური დაცვის საერთო - სახელმწიფოებრივი პროგრამები ; სხვა საერთო - სახელმწიფოებრივი მიზნობრივი პროგრამები ; საგარეო - ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ; განათლების , მეცნიერების , კულტურის , ინფორმაციის მასობრივი საშუალებების , ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების , ფიზიკური კულტურისა და სოციალური დაცვის საერთო - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებები , ორგანიზაციები და ღონისძიებები ; სახელმწიფო რეზერვებისა და სამობილიზაციო რეზერვების შექმნისა და შევსების ხარჯები ; საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების , სამართალდამცავი ცენტრალური ორგანოების , პროკურატურის ორგანოების , სახელმწიფო უშიშროების ორგანოების და კონტროლის პალატის შენახვა ; თავდაცვისა და სასაზღვრო ჯარები ; ბიუჯეტური ხარჯების დაფინანსების წყაროდ გამოყენებული ბანკის კრედიტებისა და სახელმწიფო ვალის დაფარვა , აგრეთვე მისი მომსახურება ; საქართველოს პრეზიდენტის ფონდის , სახელმწიფო სარეზერვო ფონდის , აგრეთვე სხვა მიზნობრივი საბიუჯეტო ფონდებისა და რეზერვების შექმნა ; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საბიუჯეტო სესხების და მიზნობრივი ტრანსფერტების გადაცემა ; საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული სხვა ღონისძიებები . ბ ) სპეციალური სახელმწიფო ფონდების დანიშნულება , შექმნის წესი , შემოსავალი და ხარჯები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/23.md
