---
title: "მუხლი 23. სპეციალური სახელმწიფო ფონდების არსი და მათი შექმნის წესი — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/23"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. სპეციალური სახელმწიფო ფონდების არსი და მათი შექმნის წესი — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/23

1. სპეციალური სახელმწიფო ფონდი წარმოადგენს ფინანსური რესურსების ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება მიზნობრივი დანიშნულებით. საქართველოში არსებული დამოუკიდებელი სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლისა და გასავლის შედგენა, დამტკიცება და შესრულება ხდება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტთან ერთად.

2. საქართველოში ფუნქციონირებენ შემდეგი სპეციალური სახელმწიფო ფონდები: საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი და საქართველოს საგზაო ფონდი, რომლებიც მთლიანად კონსოლიდირებულნი არიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული წესით იქმნება საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდი .

4. საქართველოს ტერიტორიაზე ახალი სპეციალური სახელმწიფო დამოუკიდებელი ფონდის შექმნის საკითხს წყვეტს მხოლოდ საქართველოს პარლამენტი . საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი №585-პარლამენტის უწყებანი №9-10(41-42/11),15.03.1997წ.,გვ.55 საქართველოს 1997 წლის 28 მაისის კანონი №736-პარლამენტის უწყებანი №29-30,09.07.1997წ.,გვ.9 საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი №1086-სსმI,№29,17.10.2001წ.,მუხ.116 საქართველოს 2002 წლის 3დეკემბრის კანონი №1807-სსმI,№32,20.12.2002წ.,მუხ.152

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/24.md
