---
title: "მუხლი 24. სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავალი და ხარჯები — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/24"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავალი და ხარჯები — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/24

1. სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავალში ჩასარიცხი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების სახეები და ამ გადასახადების განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით.

2. სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში შეიძლება ჩაირიცხოს არასაგადასახადო შემოსავალი, რომელთა ჩამონათვალი და ფონდების შემოსავალში ჩარიცხვის წესები განისაზღვრება შესაბამისი სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ ნორმატიული აქტის შესაბამისად.

3. ამ კანონით განსაზღვრული საქართველოს ცენტრალურ, ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ჩასარიცხი საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავალი არ შეიძლება შეტანილ იქნეს სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლის სახეებში.

4. სპეციალური სახელმწიფო ფონდების ხარჯების კონკრეტული მიმართულება და მოცულობა ყოველწლიურად განისაზღვრება “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1176-პარლამენტის უწყებანი №47-48,31.12.1997წ.,გვ.146

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/25.md
