---
title: "მუხლი 25. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენა და განხილვა — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/25"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენა და განხილვა — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/25

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესადგენი სამუშაოების ორგანიზაციას საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო . ეს მუშაობა იწყება ახალი საბიუჯეტო წლის დადგომამდე 10 თვით ადრე .

2. პირველ ეტაპზე შემუშავდება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები . ამისათვის დგინდება საქართველოს სოციალურ - ეკონომიკური განვითარების პროგნოზი , ფინანსური რესურსების ნაერთი ბალანსი და საბიუჯეტო - საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს , საქართველოს ფინანსთა სამინისტროს , საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს , საქართველოს სოციალურ - ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის , საქართველოს ეროვნული ბანკის ურთიერთკოორდინა- ციით . აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი ორგანოები , სამინისტროები , უწყებები , ცალკეული ორგანიზაციები , საწარმოები ვალდებული არიან ამ მიზნით ცალკეული სათანადო მონაცემები და გაანგარიშებები წარუდგინონ ზემოთ ჩამოთვლილ უწყებებს .

3. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე შვიდნახევარი თვით ადრე საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება : საქართველოს სოციალურ - ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაჩვენებლები ; საქართველოს ტერიტორიის მიხედვით ფინანსური რესურსების ნაერთი ბალანსი ; საგადასახადო - საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები .

4. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებს საქართველოს პარლამენტს კომიტეტებთან შესათანხმებლად წარუდგენს მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 ივნისამდე .

5. ბიუჯეტის პროექტის შედგენის მეორე ეტაპზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტები განიხილავენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებს და ამზადებენ დასკვნებს .

6. საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტი ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მონაცემებისა და მიმართულებების განხილვისა და შეთანხმების პროცესს . აუცილებლობის შემთხვევაში ეს კომიტეტი ცალკეული სამინისტროებიდან , უწყებებიდან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებიდან ითხოვს და იღებს საჭირო ინფორმაციას და ამზადებს დასკვნას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე .

7. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვის შემდეგ დასკვნა შესაბამისი წინადადებებითა და შენიშვნებით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 ივლისამდე .

8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან შეთანხმებული ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების გათვალისწინებით ამზადებს კანონის პროექტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ , რომელიც საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარედგინება მიმდინარე საბიუჯეტო წლის 15 სექტემბრამდე .

9. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე 3 თვით ადრე . საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1335-სსმI,№6,02.04.2002წ.,მუხ.36

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/26.md
