---
title: "მუხლი 26. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/26"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/26

1. საქართველოს ახალი საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი განიხილება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის კომიტეტებში წინასწარი განხილვის შემდეგ .

2. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალი საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებებს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი . ამ მოხსენებებით საქართველოს პარლამენტის სხდომაზე შეიძლება გამოვიდეს საქართველოს მთავრობის წევრი საქართველოს პრეზიდენტის დავალებით . საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებებთან ერთად საქართველოს პარლამენტი ისმენს საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს .

3. საქართველოს პარლამენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს კანონს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ , რომლის ფარგლებში მტკიცდება : საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლის ( თითოეული წყარო ) და ხარჯების ( ფუნქციონალური ,ორგანიზა- ციული და ეკონომიკური კლასიფიკაციით ) მიხედვით ; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპულიკების , საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი მიზნობრივი ტრანსფერტების მოცულობები ; საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ; საქართველოს სახელმწიფო სარეზერვო ფონდი ; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით გადასახდელი თანხების მოცულობა ; სახელმწიფო ვალის სიდიდე ; საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტისათვის გამოსაყოფი საბანკო კრედიტის სიდიდე ; სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების, საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების ლიმიტები (ზღვრული ოდენობა) მოცემული წლისათვის; სახელმწიფო ვალის პროცენტების გადასახადისათვის და წინა წლებში წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო ასიგნებების მოცულობა ; სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიით შესავსები საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაუბალანსებლობის ზღვარი ( მეტობა ან დეფიციტი აბსოლუტური მნიშვნელობით და პროცენტულად პროგნოზირებული შემოსავლების მოცულობასთან ).

4. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს კანონს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ , საქართველოს პრეზიდენტი შვიდი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ამ კანონპროექტის ახალ ვარიანტს . თუ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ვერ მოხერხდა ბიუჯეტის კანონის მიღება , სახელმწიფოს მიერ ადრე ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი ხარჯები დაიფარება ამ კანონის მე -15 მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად .

5. საქართველოს პარლამენტი " საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ " საქართველოს კანონს იღებს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით .

6. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საქართველოს კანონს " საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ " ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი .

7. საქართველოს კანონი " საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ " ქვეყნდება პრესაში . საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი №585-პარლამენტის უწყებანი №9-10(41-42/11),15.03.1997წ.,გვ.55 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1950-სსმI,№17(24),24.05.1999წ.,მუხ.67 საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №89-სსმI,№51(58),29.12.1999წ.,მუხ.250 საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №95-სსმI,№51(58),29.12.1999წ.,მუხ.251 საქართველოს 2000 წლის 1 თებერვლის კანონი №123-სსმI,№1,02.02.2000წ.,მუხ.1

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/27.md
