---
title: "მუხლი 27. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება და კონტროლი — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/27"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება და კონტროლი — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/27

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი სრულდება საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების მიერ შედგენილი განწერის მიხედვით. საგადასახადო შემოსავლების განწერაში საბიუჯეტო წლის ნახევრის, კვარტალისა და თვის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენილი არ უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული წლიური მაჩვენებლის შესაბამისად 48, 23 და 7 პროცენტზე ნაკლები. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტი და საქართველოს კონტროლის პალატა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად . ოპერატიული კონტროლი შემოსავლის დროულ და სრულ მობილიზებაზე , აგრეთვე ამ სახსრების ხარჯვაზე ეკისრებათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მისი სისტემის ტერიტორიულ სტრუქტურულ ერთეულებს .

1¹. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კონტროლს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ საქართველოს პარლამენტი და საქართველოს კონტროლის პალატა. ოპერატიული კონტროლი საგადასახადო შემოსავლების სრულ და დროულ შესრულებაზე ეკისრება საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს (საგზაო ფონდის იმ შემოსავლების ნაწილში, რომელთა ადმინისტრირებასაც ახდენს საქართველოს საავტომობილო გზების სახალმწიფო დეპარტამენტი – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს), ხოლო სხვა შემოსავლებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვაზე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

2. საბიუჯეტო წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პროცესის მიმდინარეობას ყოველკვარტალურად განიხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტები . განხილვის პროცესს ორგანიზაციას უწევს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტი . აუცილებლობის შემთხვევაში განხილვის შედეგები მოხსენდება საქართველოს პარლამენტს . საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1335-სსმI,№6,02.04.2002წ.,მუხ.36

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/28.md
