---
title: "მუხლი 28. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიში — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/28"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიში — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/28

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშს ადგენს და საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო .

2. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვისა .

3. საქართველოს კონტროლის პალატა პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშს პარლამენტში წარდგენის დღიდან არა უგვიანეს ორი კვირისა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით .

4. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს პარლამენტი განიხილავს მისი წარმოდგენიდან არა უგვიანეს 45 დღისა .

5. მთავრობის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მტკიცდება , თუ ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსავლისა და ხარჯების მოცულობებს , ხარჯების გაწევის კანონიერებას . წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს ანგარიში .

6. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში , აგრეთვე " საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ " საქართველოს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, პარლამენტი უფლებამოსილია ბიუჯეტის კანონის შესრულების ნაწილში მთავრობის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად მიიჩნიოს და პრეზიდენტის წინაშე დასვას აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი , აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით მისცეს პრეზიდენტს რეკომენდაციული ხასიათის წინადადებები .

7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში და საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილება ანგარიშის დამტკიცების შესახებ ქვეყნდება პრესაში . კარი V აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/29.md
