---
title: "მუხლი 32. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯები — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/32"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯები — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/32

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები დამოუკიდებლად წყვეტენ შესაბამისი ბიუჯეტის შემოსავლის გამოყენების მიმართულებებს , გარდა იმ მიზნობრივი ტრანსფერტებისა და სესხებისა , რომლებიც გადაეცემა შესაბამის ბიუჯეტებს სხვა დონის ბიუჯეტიდან .

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში იქმნება სარეზერვო , მიზნობრივი და სხვა ფონდები , რომელთა სიდიდეს განსაზღვრავენ შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები .

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის) ორგანოებს შეუძლიათ მათ განკარგულებაში არსებული თავისუფალი სახსრები მიმართონ სამეურნეო საქმიანობაში , მისცენ სესხები საწარმოებსა და სხვა იურიდიულ პირებს . საქართველოს 2002 წლის 18 იანვრის კანონი №1256-სსმI,№2,04.02.2002წ.,მუხ.12

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/33.md
