---
title: "მუხლი 34. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შედგენა — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/34"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შედგენა — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/34

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ განსაზღვრული წესით ადგენენ შესაბამისი საფინანსო ორგანოები და იგი ეფუძნება : შემოსავლის საკუთარ წყაროებს ; დამატებითი შემოსავლის წყაროებს , რომელსაც გამოძებნიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ; შესაბამისი ტერიტორიის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო სახსრების მოთხოვნილებებს .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/35.md
