---
title: "მუხლი 35. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების განხილვა და დამტკიცება — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/35"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების განხილვა და დამტკიცება — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/35

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების განხილვისა და დამტკიცების წესს განსაზღვრავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები და იგი არ ეწინააღმდეგება ამ კანონში ჩამოყალიბებულ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის განხილვისა და მიღების ვადასა და წესს .

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების,რესპუბლიკურ და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს ამტკიცებენ შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები და ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოები ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე . დამტკიცებული ბიუჯეტი სავალდებულოა შესასრულებლად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებისათვის . დამტკიცებულ ბიუჯეტში უნდა აისახოს : შემოსავლის და ხარჯების საერთო მოცულობა ძირითადი წყაროებისა და მიმართულებების მიხედვით ; ხარჯების შემოსავალზე მეტობის ( დეფიციტის ) ზღვრული ოდენობა ; სარეზერვო , მიზნობრივი და სხვა ფონდების მოცულობა მათი შემოსავლისა და ხარჯების სახეების გამოყოფით და საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის სიდიდე ; სხვა დონის ბიუჯეტებში სახელმწიფო გადასახადებიდან ანარიცხების ნორმატივები . საქართველოს 2002 წლის 18 იანვრის კანონი №1256-სსმI,№2,04.02.2002წ.,მუხ.12

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/36.md
