---
title: "მუხლი 7. საბიუჯეტო სისტემის ერთიანობა — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/7"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საბიუჯეტო სისტემის ერთიანობა — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/7

1. საბიუჯეტო სისტემის ერთიანობა უზრუნველყოფილია ერთიანი სამართლებრივი ბაზით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციის გამოყენებით, ერთიანი საბიუჯეტო დოკუმენტაციით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესადგენად, ერთი საბიუჯეტო დონიდან სხვა დონეზე სტატისტიკური ანგარიშგებისა და ინფორმაციის გადაცემის უზრუნველყოფით, საბიუჯეტო პროცესის დადგენილი პრინციპებით და ფულადი სისტემის ერთიანობით.

2. საბიუჯეტო სისტემის ერთიანობა ეფუძნება ყველა დონის ბიუჯეტების ურთიერთდამოკიდებულებას, რაც ხორციელდება მარეგულირებელი საშემოსავლო წყაროების გამოყენებით და მათი დადგენილი წესის გადანაწილებით.

3. საბიუჯეტო სისტემის ერთიანობა ხორციელდება ერთიანი სოციალური-ეკონომიკური პოლიტიკის, მათ შორის საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის გატარებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/8.md
