---
title: "მუხლი 8. ბიუჯეტების დამოუკიდებლობა — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/8"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ბიუჯეტების დამოუკიდებლობა — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/8

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი არიან. საქართველოს ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს ყველა დონის ბიუჯეტების უზრუნველყოფა კანონით განსაზღვრული საკუთარი და გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესაბამისი მარეგულირებელი შემოსავლის წყაროებით, რომელთა გამოყენების მიმართულებას დამოუკიდებლად განსაზღვრავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები. სახელმწიფო ხელისუფლების ზემდგომ ორგანოებს არა აქვთ უფლება ჩაერიონ სახელმწიფო ხელისუფლების ქვემდგომი ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, როგორც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების, ისე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის შესრულებისათვის. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართვლობის ორგანოების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გამოყენების ყოველი შემთხვევა განიხილება როგორც უკანონო ქმედება. მითვისებული სახსრები ამოიღება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უდავო წესით და დგება დამნაშავე პირთა პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/9.md
