---
title: "მუხლი 22. სამინისტროს მმართველობის სფეროს განსაზღვრა — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/22"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სამინისტროს მმართველობის სფეროს განსაზღვრა — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/22

1. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.

2. თუ საკითხი, რომელიც კანონით გადაცემული აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლობას, არ შედის არც ერთი სამინისტროს ან სხვა სამთავრობო დაწესებულების გამგებლობაში, მასზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. თუ საკითხი შედის რამდენიმე სამინისტროს გამგებლობაში და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო ან სხვა სამთავრობო დაწესებულება, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გადაცემას სამინისტროს მმართველობის სფეროში წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თავი V სახელმწიფო დეპარტამენტი და სახელმწიფო ინსპექცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/23.md
