---
title: "მუხლი 24. სახელმწიფო ინსპექცია — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/24"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. სახელმწიფო ინსპექცია — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/24

1. სახელმწიფო ინსპექცია არის კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება და სახელმწიფოებრივი იძულების გამოყენება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად.

2. სახელმწიფო ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი. სახელმწიფო ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი. უფროსის ერთ-ერთი მოადგილე უფროსის დავალებით ასრულებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

3. აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედებს სახელმწიფო ინსპექციები: ა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის; ბ) ტექნიკური ზედამხედველობის. საქართველოს 2001 წლის 14 მარტის კანონი №803-სსმI,7,27.03.2001წ.,მუხ.21

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/25.md
