---
title: "მუხლი 26. სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის და სახელმწიფო ინსპექციის უფროსის უფლებამოსილებები — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/26"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის და სახელმწიფო ინსპექციის უფროსის უფლებამოსილებები — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/26

1. სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო ინსპექციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის მუშაობას; ბ) პასუხისმგებელია სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე; გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ამ კანონის შესაბამისად; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო მოსამსახურეებს სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის საშტატო ერთეულებზე, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს საჯარო ხელისუფლების შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ე) შეაქვს წინადადება სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის შემოსავლის და გასავლის ხარჯთაღრიცხვის შესახებ და თვალყურს ადევნებს ხარჯთაღრიცხვის ზუსტ და მიზანშეწონილ შესრულებას; ვ) შეაქვს წინადადება სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის საქმიანობის სფეროს რეგულირების თაობაზე; ზ) ასრულებს სხვა ამოცანებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/27.md
