---
title: "მუხლი 29. სახელმწიფო კანცელარიის ამოცანები — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/29"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. სახელმწიფო კანცელარიის ამოცანები — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/29

1. სახელმწიფო კანცელარია: ა) უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან, სასამართლო ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა კონსტიტუციურ ინსტიტუტებთან; ბ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ამოწმებს აღმასრულებელი საჯარო ხელისუფლების დაწესებულებების მიერ საქართველოს პრეზიდენტის აქტებისა და დავალებების შესრულებას; გ) კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ინფორმაციული სისტემების მუშაობას; დ) კოორდინაციას უწევს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას; ე) ორგანიზაციას უწევს საჯარო მოსამსახურეთა აღრიცხვას, მათ სწავლებას; ვ) უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის აქტების სისტემატიზაციას და გამოქვეყნებას; ზ) უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო და დამხმარე დაწესებულებების საქმიანობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/30.md
