---
title: "მუხლი 30. სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურა — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/30"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურა — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/30

1. სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურა განისაზღვრება სახელმწიფო კანცელარიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სახელმწიფო კანცელარიას ტერიტორიული ორგანოები არ გააჩნია.

2. სახელმწიფო კანცელარიის სამსახურების დებულებებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სახელმწიფო კანცელარიის ქვედანაყოფების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს ამტკიცებს სახელმწიფო მინისტრი.

3. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, სახელმწიფო კანცელარიის უფროსს და უფროსის მოადგილეებს, სახელმწიფო კანცელარიის სამმართველოს, სამსახურების უფროსებსა და მთავარ სახელმწიფო მრჩევლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/31.md
