---
title: "მუხლი 32. სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსი — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/32"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსი — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/32

1. სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულებში ან ცალკეულ დავალებათა შესასრულებლად.

2. სახელმწიფო რწმუნებული ასრულებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.

3. სახელმწიფო რწმუნებულს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ტერიტორიულ ერთეულებში არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში.

4. სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებანი და მისი აპარატის სტრუქტურა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/31-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/33.md
