---
title: "მუხლი 36. მთავრობის სხდომის მუშაობის წესი — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/36"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. მთავრობის სხდომის მუშაობის წესი — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/36

1. მთავრობის სხდომას უძღვება საქართველოს პრეზიდენტი.

2. მთავრობის სხდომა დახურულია, თუ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული არ არის სხვა გადაწყვეტილება.

3. მთავრობის სხდომაში მთავრობის წევრების გარდა დღის წესრიგის შესაბამისად მონაწილეობენ: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, აგრეთვე სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელები.

4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მთავრობის სხდომაზე მოიწვიოს სხვა პირები და მისცეს მათ სიტყვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/37.md
