---
title: "მუხლი 37. გადაწყვეტილების მიღება და გაფორმება — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/37"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. გადაწყვეტილების მიღება და გაფორმება — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/37

1. მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განხილულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საკითხის განხილვა შეიძლება გადაიდოს საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნით ან დაინტერესებული მინისტრის მოტივირებული წინადადებით.

3. მთავრობის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სახელმწიფო კანცელარიის უფროსი. ოქმის ამონაწერები ეგზავნებათ დაინტერესებულ სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/38.md
