---
title: "მუხლი 38. სამთავრობო კომისია — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/38"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. სამთავრობო კომისია — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/38

1. საქართველოს პრეზიდენტს ან მისი დავალებით – სახელმწიფო მინისტრს შეუძლია შექმნას: ა) მინისტრების კომისია; ბ) სხვადასხვა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა წარმომადგენლების კომისია; გ) სპეციალისტების კომისია.

2. საქართველოს პრეზიდენტს ან მისი დავალებით – სახელმწიფო მინისტრს შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები, რომელთა კომპეტენციას და საქმიანობის წესს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი ან სახელმწიფო მინისტრი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/39.md
