---
title: "მუხლი 40. მინისტრების კომისია — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/40"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. მინისტრების კომისია — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/40

1. მინისტრების კომისიის წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით – სახელმწიფო მინისტრი.

2. კომისიის თავმჯდომარეს მისი წევრებიდან ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

3. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს პირები, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში არ არიან.

4. კომისიის წევრები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული პირები კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ პირადად.

5. კომისიის მოსაზრება წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/41.md
