---
title: "მუხლი 41. სხვადასხვა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა წარმომადგენლების კომისია — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/41"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "41"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. სხვადასხვა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა წარმომადგენლების კომისია — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/41

1. სხვადასხვა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა წარმომადგენლების კომისია შედგება სახელმწიფო მოხელეებისაგან. კომისიის შემადგენლობას ადგენს დაინტერესებული მინისტრი.

2. საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით – სახელმწიფო მინისტრი ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს.

3. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს პირები, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში არ არიან.

4. კომისიის დასკვნები და წინადადებები წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/42.md
