---
title: "მუხლი 42. სპეციალისტების კომისია — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/42"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "42"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. სპეციალისტების კომისია — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/42

1. სპეციალისტების კომისიის წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით – სახელმწიფო მინისტრი სახელმწიფო მოხელეებიდან, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე იმ პირებიდან, რომლებიც არ ითვლებიან სახელმწიფო მოხეელებად. სახელმწიფო მოხელეები ან პირები, რომლებიც სახელმწიფო მოხელეები არ არიან, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ მხოლოდ მათი თანხმობით.

2. საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით – სახელმწიფო მინისტრი ნიშნავს სპეციალისტების კომისიის თავმჯდომარეს. თუ კომისიის თავმჯდომარე მთავრობის წევრი არ არის, საქართველოს პრეზიდენტი ან სახელმწიფო მინისტრი ნიშნავს მთავრობის წევრს, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობისათვის. კარი VII სამსახურებრივი ზედამხედველობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/43.md
