---
title: "მუხლი 43. სამსახურებრივი ზედამხედველობის ამოცანა და ორგანიზაცია — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/43"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "43"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. სამსახურებრივი ზედამხედველობის ამოცანა და ორგანიზაცია — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/43

1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობაში კანონიერებისა და მიზანშეწონილობის უზრუნველყოფა.

2. პირი, რომელიც ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას, უფლებამოსილია: ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ; ბ) შეაჩეროს მოქმედების შესრულება ან აქტის აღსრულება; გ) მიიჩნიოს აქტი ძალადაკარგულად.

3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას საქართველოს პრეზიდენტი, სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელები და ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირები გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

4. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით ამ კანონის შესაბამისად, აგრეთვე მის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

5. პირი, რომელიც სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს, უფლებამოსილია აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებისგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, მიიღოს თანამდებობის პირებისაგან განმარტებები და დასკვნები. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ვალდებული არიან წარმოადგინონ მითითებული დოკუმენტები და განმარტებები არა უგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმხორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/44.md
