---
title: "მუხლი 44. საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია ზედამხედველობის სფეროში — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/44"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "44"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია ზედამხედველობის სფეროში — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/44

1. საქართველოს პრეზიდენტი უზრუნველყოფს სამთავრობო დაწესებულებების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების და სახელმწიფო რწმუნებულთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას.

2. საქართველოს პრეზიდენტი ძალადაკარგულად ცნობს მინისტრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების სხვა სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელების, სახელმწიფო რწმუნებულების აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს.

3. საქართველოს პრეზიდენტი ძალადაკარგულად ცნობს მინისტრების, სხვა სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელების, სახელმწიფო რწმუნებულების აქტებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით ამ კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/45.md
