---
title: "მუხლი 9. სახელმწიფოს წარმომადგენლობითობა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/9"
law: "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 1230745"
adopted: "1997-04-15"
consolidated_as_of: "2004-02-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სახელმწიფოს წარმომადგენლობითობა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ — აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2004-02-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2004-02-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/9

1. სამთავრობო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა იმ მოვალეობათა შესრულებისას, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, ვინ ჩაითვლება სახელმწიფოს წარმომადგენლად ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობაში, სახელმწიფოს წარმომადგენელს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

3. სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენელი ამ დაწესებულების დებულების შესაბამისად არის დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1230745-aghmasrulebeli-khelisuplebis-strukturisa-da-sakmianobis-wesis-shesakhe/10.md
