---
title: "მუხლი 18. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ამოღება საქართველოს „წითელი ნუსხიდან“ — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/18"
law: "საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 12514"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2025-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ამოღება საქართველოს „წითელი ნუსხიდან“ — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/18

1. საქართველოს „წითელი ნუსხიდან“ სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის ამოღების საფუძველს წარმოადგენს მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია ამ სახეობის მდგომარეობის გაუმჯობესების (რაოდენობის ზრდის, გამრავლების ან/და გავრცელების არეალის გაფართოების, საარსებო პირობების აღდგენის) შესახებ.

2. საქართველოს „წითელი ნუსხიდან“ სახეობა ან სხვა ტაქსონომიური ერთეული შეიძლება ამოღებულ იქნეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.

3. აკრძალულია საქართველოს „წითელი ნუსხიდან“ სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის ამოღება, თუ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცებიდან არ არის გასული ხუთი წელი მაინც. თავი VI. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვა, მონიტორინგის სისტემა და აღდგენითი ღონისძიებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/19.md
