---
title: "მუხლი 19. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვა და მონიტორინგის სისტემა — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/19"
law: "საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 12514"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2025-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვა და მონიტორინგის სისტემა — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2025-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/19

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობის სისტემატური შეფასების მიზნით წარმოებს ამ სახეობების აღრიცხვა და მათი მდგომარეობის მონიტორინგი.

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვისას და მათი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახეობების ან სხვა ტაქსონომიური ერთეულების გავრცელების, რაოდენობის, მდგომარეობის, წარსულში და ამჟამად მათი გამოყენების და საარსებო გარემოს შესახებ მონაცემები, ინფორმაცია ბუნებათსარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აღრიცხვის, კადასტრისა და მონიტორინგის შესახებ და სხვა აუცილებელი ცნობები.

3. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

4. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).

5. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201). საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3347-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.237 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/20.md
