---
title: "მუხლი 26¹⁹. ნებართვის გაუქმება და მასში ცვლილების შეტანა — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-19"
law: "საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
article: "26^19"
identifier: "matsne 12514"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2025-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26¹⁹. ნებართვის გაუქმება და მასში ცვლილების შეტანა — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, მუხლი 26¹⁹ (consolidated as of 2025-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-19

1. ნებართვის გაუქმებისა და მასში ცვლილების შეტანის წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. ნებართვის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ნებართვის მფლობელს, კონვენციის სამდივნოსა და იმპორტის ქვეყანას.

3. საჭიროების შემთხვევაში გაცემული ნებართვა ახალი ნებართვით ჩანაცვლდება ნებართვისა და მისი ყველა ასლის სააგენტოსთვის ჩაბარების შემდეგ.

4. ნებართვის დაკარგვისას ნებართვის ასლი გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური დაადასტურებს, რომ ექსპორტი, იმპორტი ან რეექსპორტი არ განხორციელებულა. ექსპორტის შემთხვევაში ექსპორტის განუხორციელებლობა უნდა დაადასტუროს აგრეთვე იმპორტის ქვეყნის საბაჟო სამსახურმა. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-2.md
