---
title: "მუხლი 26². ტერმინთა განმარტება — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-2"
law: "საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
article: "26^2"
identifier: "matsne 12514"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2025-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26². ტერმინთა განმარტება — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, მუხლი 26² (consolidated as of 2025-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-2

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახეობის ნიმუში: ა.ა) ცოცხალი ან არაცოცხალი ცხოველი ან მცენარე, რომელიც შეტანილია კონვენციის დანართებში; ა.ბ) კონვენციის I ან II დანართში შეტანილი ცხოველისთვის − ცხოველის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, ხოლო კონვენციის III დანართში შეტანილი ცხოველისთვის − ცხოველის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, რომელიც მითითებულია კონვენციის III დანართში ცხოველის ამ სახეობასთან დაკავშირებით; ა.გ) კონვენციის I დანართში შეტანილი მცენარისთვის − მცენარის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, ხოლო კონვენციის II ან III დანართში შეტანილი მცენარისთვის − მცენარის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, რომელიც მითითებულია კონვენციის II ან III დანართში მცენარის ამ სახეობასთან დაკავშირებით; ბ) საერთაშორისო ვაჭრობა − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ზღვიდან ინტროდუქცია; გ) ზღვიდან ინტროდუქცია − იმ სახეობის ნიმუშის სახელმწიფოში შეტანა, რომელიც მოპოვებულია ზღვის გარემოში და არ იმყოფება არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ; დ) ხელოვნურად მოშენებული მცენარე − კონვენციის დანართებში შეტანილი მცენარე, რომელიც მოშენებულია ამ მცენარის მოსაშენებლად სპეციალურად მართულ ტერიტორიაზე კულტივირებული სანაშენე თაობისგან მიღებული გასამრავლებელი მასალისგან; ე) ტყვეობაში გამრავლებული ცხოველი − კონვენციის დანართებში შეტანილი ცხოველის მოსაშენებლად სპეციალურად მართულ გარემოში სანაშენე თაობისგან მიღებული ცხოველი; ვ) CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის ქვეყანა; ზ) იმპორტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი ან მუდმივი შემოტანა; თ) ექსპორტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დროებითი ან მუდმივი გატანა, გარდა რეექსპორტისა; ი) რეექსპორტი − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა; კ) ტრანზიტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმ ქვეყნის გავლით გადატანა, რომელიც არ არის არც წარმოშობის ქვეყანა და არც დანიშნულების ქვეყანა; ლ) დერივატი − ცხოველის ან მცენარის დამუშავებული ნაწილი; მ) სახეობა − სახეობა, ქვესახეობა ან გეოგრაფიულად განცალკევებული პოპულაცია; ნ) ნაწილი − ცხოველის ან მცენარის დაუმუშავებელი ან მარტივად დამუშავებული ნაწილი; ო) რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე განხორციელებულ ქმედებაზე სათანადო ნებართვის გაცემა კონვენციის ნებართვებისა და სერტიფიკატების შესახებ №12.3 რეზოლუციის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-20.md
