---
title: "მუხლი 26²². კონფისკებული ნიმუშის განთავსება — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-22"
law: "საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
article: "26^22"
identifier: "matsne 12514"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2025-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26²². კონფისკებული ნიმუშის განთავსება — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, მუხლი 26²² (consolidated as of 2025-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-22

1. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ნიმუშის დაკავების შემთხვევაში ეს ნიმუში დროებით შესანახად გადაეცემა შესაბამისი პროფილის დაწესებულებას, ხოლო კონფისკაციის შემთხვევაში ამ ნიმუშის განთავსების ადგილის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით, სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცოცხალი ნიმუშის კონფისკაციის შესახებ აცნობებს ნიმუშის წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და კონფისკაციის მიზანშეწონილობის დადგენის შემთხვევაში გადასცემს მას კონფისკაციის შედეგად ჩამორთმეულ ნიმუშს.

3. ცხოველის არაცოცხალი ნიმუშის ან მცენარის ცოცხალი ნიმუშის კონფისკაციის შემთხვევაში იგი სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით გადაეცემა შესაბამის მუზეუმს, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ინსტიტუტს, ინახება სახელმწიფო საკუთრებაში ან ნადგურდება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნიმუშის ტრანსპორტირებისა და დროებითი შენახვის ხარჯები ეკისრება სამართალდამრღვევს. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. თავი IX. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-3.md
