---
title: "მუხლი 26⁵. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-5"
law: "საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
article: "26^5"
identifier: "matsne 12514"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2025-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26⁵. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, მუხლი 26⁵ (consolidated as of 2025-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-5

1. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის საფუძველზე, ხოლო თუ იმპორტის ქვეყანა მოითხოვს იმპორტის ნებართვას − სააგენტოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.

2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი ხორციელდება ექსპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის სერტიფიკატის საფუძველზე.

3. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის საფუძველზე.

4. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქცია ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საფუძველზე.

5. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ბუნებაში მოპოვება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენების მიზნით დასაშვებია სამეცნიერო საბჭოს თანხმობის საფუძველზე. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/26-6.md
