---
title: "მუხლი 36. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/36"
law: "საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 12514"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2025-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2025-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/36

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცებამდე მოქმედებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალი (წითელი ნუსხა), რომელშიც შეტანილი უნდა იქნეს 1982 წლის საქართველოს სსრ წითელი წიგნით განსაზღვრული სახეობები და „ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ“ 1979 წლის 23 ივნისს ქალაქ ბონში შესრულებული კონვენციით, ამ კონვენციის „აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ“ და „შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ“ შეთანხმებებით და ამავე კონვენციის სხვა შეთანხმებებით მკაცრი დაცვის რეჟიმის ქვეშ მოქცეული სახეობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობენ მუდმივად ან დროებით (მიგრირებადი სახეობები).

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალის (წითელი ნუსხის) დამტკიცების თაობაზე“ მიღებულ იქნეს 2003 წლის 1 აგვისტომდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/37.md
