---
title: "მუხლი 5. საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/5"
law: "საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 12514"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2025-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში — საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/5

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია; გ) ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, ნორმატიულ-მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და დაფინანსება; დ) საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცება; ე) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება; ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა დადება და ამ ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12514-sakartvelos-witeli-nuskhisa-da-witeli-wignis-shesakheb/6.md
