---
title: "მუხლი 10¹. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი — უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/10-1"
law: "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
article: "10^1"
identifier: "matsne 12580"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2019-10-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2019-10-30"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10¹. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი — უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2019-10-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2019-10-30.
> Cite as: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 10¹ (consolidated as of 2019-10-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/10-1

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, რომელსაც 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენისას; გ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავისი მოვალეობის შეუსრულებლობისას, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას; ე) სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას.

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2464 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3376 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/10-2.md
