---
title: "მუხლი 10². საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვა და ბიუჯეტი — უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/10-2"
law: "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
article: "10^2"
identifier: "matsne 12580"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2019-10-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2019-10-30"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10². საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვა და ბიუჯეტი — უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2019-10-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2019-10-30.
> Cite as: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 10² (consolidated as of 2019-10-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/10-2

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციები, მის მართვასთან, სტრუქტურასთან, ანგარიშვალდებულებასთან, წარმომადგენლობასა და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებით, რომელსაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოხელის შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით, ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმდინარე ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წელს დამტკიცებულ დაფინანსებაზე ნაკლები. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის დაფინანსებასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. თუ საქართველოს მთავრობა არ დაამტკიცებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს, სამსახური დაფინანსდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წინა წელს დამტკიცებული დაფინანსების ოდენობით. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2464 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/10-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/10-3.md
