---
title: "მუხლი 11¹. ფიქტიური ბანკი („შელ ბანკი“) — უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/11-1"
law: "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
article: "11^1"
identifier: "matsne 12580"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2019-10-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2019-10-30"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11¹. ფიქტიური ბანკი („შელ ბანკი“) — უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2019-10-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2019-10-30.
> Cite as: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 11¹ (consolidated as of 2019-10-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/11-1

1. აკრძალულია ფიქტიური ბანკის შექმნა და არსებობა, აგრეთვე მასთან საქმიანი (მათ შორის, საკორესპონდენტო) ურთიერთობა.

2. ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ვალდებული არიან მიიღონ გონივრული ზომები, რათა გამოარკვიონ: ა) მიეკუთვნება თუ არა მათთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი (ან პირი, რომელთანაც ისინი ამყარებენ საქმიან ურთიერთობას) ფიქტიური ბანკის კატეგორიას; ბ) აქვს თუ არა მათთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირს (ან პირს, რომელთანაც ისინი ამყარებენ საქმიან ურთიერთობას) ფიქტიურ ბანკთან ურთიერთობა.

3. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია დარწმუნდეს , რომ რესპონდენტი ფინანსური ინსტიტუტი კრძალავს მასთან არსებული ანგარიშების ფიქტიური ბანკის მიერ გამოყენებას . საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5952 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.55 საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2965 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/12.md
