---
title: "მუხლი 13². კომისიისა და სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება — უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/13-2"
law: "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"
article: "13^2"
identifier: "matsne 12580"
adopted: "2003-06-06"
consolidated_as_of: "2019-10-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2019-10-30"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13². კომისიისა და სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება — უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2019-10-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2019-10-30.
> Cite as: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 13² (consolidated as of 2019-10-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/13-2

1. კომისია უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.

2. კომისია უფლებამოსილია უცხო ქვეყნის ან/და საქართველოს სათანადო ორგანოების მიმართვის საფუძველზე შეიმუშაოს ტერორიზმთან დაკავშირებული პირების სია და მასში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების ან ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესასრულებლად მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესახებ. კომისიის სამუშაო ჯგუფის მიმართვა სავალდებულოა შესასრულებლად შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5353 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4453 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/13-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12580-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-aghkvetis-khelshewqobis-shesakheb/14.md
