---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1270903-javakhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1"
law: "ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 1270903"
adopted: "2011-03-22"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1270903-javakhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1

1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნის, მართვის, დაცვისა და გამოყენების სფეროში.

2. ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისათვის მიკუთვნებული მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/1270903-javakhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
