---
title: "მუხლი 12. ქონებრივი ურთიერთობები, სასარგებლო წიაღისეულითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობები ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე — ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1270903-javakhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/12"
law: "ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 1270903"
adopted: "2011-03-22"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ქონებრივი ურთიერთობები, სასარგებლო წიაღისეულითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობები ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე — ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1270903-javakhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/12

ეს კანონი არ ვრცელდება ამავე კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევაში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით); ბ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1270903-javakhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1270903-javakhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/13.md
