---
title: "მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1270903-javakhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2"
law: "ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 1270903"
adopted: "2011-03-22"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1270903-javakhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2

1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნა; ბ) მოაწესრიგოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი მექანიზმი.

2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში: ა) უზრუნველყოს სამხრეთი საქართველოსთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ბიოტიპებისა და მათი ცალკეული კომპონენტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; ბ) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველ ყოფის მიზნით ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ჯავახეთის ზეგნის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით, წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიებისა და ჰაბიტატების დაცვასა და აღდგენას; გ) უზრუნველყოს მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; ვულკანური წარმოშობის ბუნებრივი წყლის ობიექტების (ტბების) ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მათზე მონიტორინგის განხორციელება; დ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1270903-javakhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1270903-javakhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3.md
