---
title: "მუხლი 3. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიები — ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1270903-javakhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3"
law: "ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 1270903"
adopted: "2011-03-22"
consolidated_as_of: "2023-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიები — ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2023-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1270903-javakhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილია. ჯავახეთის დაცული ტერიტორიები იქმნება ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში და იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) ჯავახეთის ეროვნული პარკი; ბ) კარწახის ჭაობის აღკვეთილი; ბ 1 ) ფარავნის ტბის აღკვეთილი; ბ 2 ) საღამოს ტბის აღკვეთილი; ბ 3 ) აბულის ტბის აღკვეთილი; გ) სულდის ჭაობის აღკვეთილი; დ) ხანჩალის ტბის აღკვეთილი; ე) ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი; ვ) მადათაფის ტბის აღკვეთილი; ზ) ჯავახეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა). საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5653 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1270903-javakhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1270903-javakhetis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/4.md
