---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12736-metsnierta-sotsialuri-uzrunvelqopis-garantiebis-shesakheb/2"
law: "მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 12736"
adopted: "2003-07-18"
consolidated_as_of: "2005-12-27"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-01-01.
> Cite as: მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2005-12-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12736-metsnierta-sotsialuri-uzrunvelqopis-garantiebis-shesakheb/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამეცნიერო დაწესებულება – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო დაწესებულება, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, ასევე სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება; ბ) მეცნიერი – ფიზიკური პირი, რომელიც სამეცნიერო დაწესებულებაში ეწევა სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, უკავია შესაბამისი თანამდებობა და ატესტაციის შედეგების მიხედვით აქვს სათანადო კვალიფიკაცია; გ) აკადემიის წევრი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) და წევრ-კორესპონდენტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12736-metsnierta-sotsialuri-uzrunvelqopis-garantiebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12736-metsnierta-sotsialuri-uzrunvelqopis-garantiebis-shesakheb/3.md
