---
title: "მუხლი 3. შრომის ანაზღაურება და სტიმულირება — მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12736-metsnierta-sotsialuri-uzrunvelqopis-garantiebis-shesakheb/3"
law: "მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 12736"
adopted: "2003-07-18"
consolidated_as_of: "2005-12-27"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. შრომის ანაზღაურება და სტიმულირება — მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-01-01.
> Cite as: მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2005-12-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12736-metsnierta-sotsialuri-uzrunvelqopis-garantiebis-shesakheb/3

1. მეცნიერის შრომის ანაზღაურება შედგება თანამ­დებობრივი სარგოსა და საქართველოს კანონმდებ­ლობით გათვალისწინებული დანამატებისაგან.

2. სამეცნიერო დაწესებულებაში, რომელსაც გავლილი აქვს სახელმწიფო ატესტაცია ან აკრედიტაცია, მეცნიერის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) პროფესორის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-კონსულტანტისათვის – ათი მინიმალური ხელფასის ოდენობით; ბ) წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-კონსულტანტისათვის – ცხრა მინიმალური ხელფასის ოდენობით; გ) დოცენტისა და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისათვის – რვა მინიმალური ხელფასის ოდენობით; დ) უფროსი მასწავლებლისა და მეცნიერ-თანამშრომლისათვის – ექვსი მინიმალური ხელფასის ოდენობით; ე) ასისტენტისა და უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლისათვის – ოთხი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

3 .(ამოღებულია).

4. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ყოველთვიურად მიეცემა სამისდღეშიო ანაზღაურება ათი მინიმალური ხელფასის ოდენობით, ხოლო წევრ-კორესპონდენტს – რვა მინიმალური ხელფასის ოდენობით. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2477-სსმI,№56,28.12.2005წ.,მუხ.417

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12736-metsnierta-sotsialuri-uzrunvelqopis-garantiebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12736-metsnierta-sotsialuri-uzrunvelqopis-garantiebis-shesakheb/4.md
