---
title: "მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი — მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12736-metsnierta-sotsialuri-uzrunvelqopis-garantiebis-shesakheb/8"
law: "მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 12736"
adopted: "2003-07-18"
consolidated_as_of: "2005-12-27"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2006-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი — მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ

> Text consolidated as of 2005-12-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2006-01-01.
> Cite as: მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2005-12-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12736-metsnierta-sotsialuri-uzrunvelqopis-garantiebis-shesakheb/8

1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცდეს მის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა.

2. სამისდღეშიო ანაზღაურება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრს, წევრ-კორესპონდენტს მიეცემა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრისათვის განსაზღვრული შესაბამისი ანაზღაურების 85%-ის ოდენობით.

3. 2005 წლის 1 ივლისამდე სამეცნიერო დაწესებულებაში, რომელსაც გავლილი აქვს სახელმწიფო ატესტაცია ან აკრედიტაცია, ასისტენტისა და უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ატესტირებული, უმაღლესი კატეგორიის პედაგოგის თანამდებობრივი სარგოს 110%-ის ოდენობით. დანარჩენი კატეგორიის მეცნიერთა თანამდებობრივი სარგოები გამოიანგარიშება ასისტენტისა და უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოდან კოეფიციენტური სისტემით და განისაზღვრება: ა) პროფესორის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-კონსულტანტისათვის – 2,5 კოეფიციენტით; ბ) წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-კონსულტანტისათვის – 2,25 კოეფიციენტით; გ) დოცენტისა და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისათვის – 2 კოეფიციენტით; დ) უფროსი მასწავლებლისა და მეცნიერ-თანამშრომლისათვის – 1,5 კოეფიციენტით.

4. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) სამისდღეშიო ანაზღაურება განისაზღვრება პროფესორის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-კონსულტანტის თანამდებობრივი სარგოს 140%-ის ოდენობით, ხოლო წევრ-კორესპონდენტისა – მთავარი მეცნიერ- თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-კონსულტანტის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №951-სსმI,№6,19.01.2005წ.,მუხ.50

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12736-metsnierta-sotsialuri-uzrunvelqopis-garantiebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12736-metsnierta-sotsialuri-uzrunvelqopis-garantiebis-shesakheb/9.md
