---
title: "მუხლი 1. ზოგადი დებულება — სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12880-salitsenzio-da-sanebartvo-mosakreblebis-shesakheb/1"
law: "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 12880"
adopted: "2003-08-12"
consolidated_as_of: "2026-06-25"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. ზოგადი დებულება — სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12880-salitsenzio-da-sanebartvo-mosakreblebis-shesakheb/1

ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისათვის დაწესებული მოსაკრებლების სახეებსა და განაკვეთებს, მათი გადახდევინების წესსა და ვადებს. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5900 - სსმI, №6, 25.03.2008წ., მუხ.25

---
Next article: https://legal.ge/ka/law/12880-salitsenzio-da-sanebartvo-mosakreblebis-shesakheb/2.md
