---
title: "მუხლი 2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ცნება — სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12880-salitsenzio-da-sanebartvo-mosakreblebis-shesakheb/2"
law: "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 12880"
adopted: "2003-08-12"
consolidated_as_of: "2026-06-25"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ცნება — სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12880-salitsenzio-da-sanebartvo-mosakreblebis-shesakheb/2

სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი არის ერთჯერადი (გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ნებართვას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით, სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4934 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12880-salitsenzio-da-sanebartvo-mosakreblebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12880-salitsenzio-da-sanebartvo-mosakreblebis-shesakheb/3.md
