---
title: "მუხლი 4. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის დაწესება და გადახდევინება — სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12880-salitsenzio-da-sanebartvo-mosakreblebis-shesakheb/4"
law: "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 12880"
adopted: "2003-08-12"
consolidated_as_of: "2026-06-25"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის დაწესება და გადახდევინება — სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12880-salitsenzio-da-sanebartvo-mosakreblebis-shesakheb/4

1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით.

2. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი.

3. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12880-salitsenzio-da-sanebartvo-mosakreblebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12880-salitsenzio-da-sanebartvo-mosakreblebis-shesakheb/5.md
